ხშირად დასმული კითხვები

როგორ ხდება პროდუქტის მიწოდება?

თითოეული შეკვეთის განთავსების შემდეგ, ჩვენი მაღაზიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით და დააზუსტებს თქვენ მისამართს, შეათანხმებს შეძენილი პროდუქტის მოტანის თქვენთვის მისაღებ დროს და ამის შემდეგ გადმოგცემთ კოდურ სიტყვას. ჩვენი კერძო საკურიერო კომპანიის წარმომადგენელი კი უშუალოდ მისამართზე მოსვლამდე 1-2 საათით ადრე შეგატყობინებთ შეკვეთის ჩაბარების ზუსტ დროს. შეკვეთას ჩაიბარებს ნებისმიერი ადამიანი კოდური სიტყვის კურიერისთვის გამხელის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის ჩამბარებელს აუცილებელია თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ მიიღება: სქრინშოთი, სურათი, დასკანერებული დოკუმენტი).

რა დრო სჭირდება შეკვეთის ჩაბარებას?

თითოეულ პროდუქტზე შეკვეთის ჩაბარების დრო ინდივიდუალურია და ეს ინფორმაცია მითითებულია ვებ-გვერდზე შეკვეთის გაფორმებისას მიწოდების არჩევისას. გაითვალისწინეთ, რომ ნავარაუდევი დრო ითვალისწინებს +/- 3 სამუშაო დღეს.

შემიძლია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია. შეკვეთის განთავსებიდან 48 საათის მანძილზე თქვენ ნებისმიერი მიზეზით შეძლებთ შეკვეთის გაუქმებას. ამისთვის საჭიროა მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე help@survili.com ან დაგვირეკოთ საქონტაქტო ნომერზე +995 597 533 400;
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მხრიდან შეკვეთის გაუქმება მოხდება მომენტალურად, ხოლო თანხის დაბრუნებისას თქვენ საბანკო ანგარიშზე ასახვას შესაძლოა რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია თქვენ მომსახურე ბანკზე.

როგორ მოვიქცე, თუკი 48 საათი გასულია და შეკვეთის გაუქმება მაინც მსურს?

ჩვენი წესების თანახმად, 48 საათის მანძილზე შეკვეთა უპრობლემოდ უქმდება, ხოლო სხვა შემთხვევებში მიდგომა ინდივიდუალურია და მეტწილად პროდუქტზეა დამოკიდებული. თქვენ მაინც შეგიძლიათ მოგვმართო იმეილის ან საკონტაქტო ნომრის საშუალებით, ჩვენ ინდივიდუალურად განვიხილავთ თქვენ შემთხვევას და ვეცდებით, შევძლოთ თქვენი დახმარება.

გადახდის რა მეთოდებია ხელმისაწვდომი?

ამ ეტაპზე ჩვენ მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ ქართული ნებისმიერი ტიპის და ბანკის ბარათით, მათ შორის საკრედიტო ბარათებითაც (amex, Plus). სამომავლოდ იგეგმება Google Pay, Apple Pay  და უცხოური ბანკის ბარათების დამატებაც.

რა მოხდება, თუ შეკვეთას ვერ მივიღებ?

ეს არ მოხდება 🙂 და აქ არ დავწერთ, “და თუ მაინც მოხდება”-ს, რადგან ეს არ მოხდება

რა მოხდება, თუკი დაზიანებულ ან არასასურველ მდგომარეობაში მყოფ პროდუქტს მივიღებ?

აღნიშნული საკითხი განხილულია ჩვენს წესებსა და პირობებში, თუკი ნივთის მდგომარეობა არ შეესაბამება იმ აღწერას, რომელიც ვებგვერდზე შეძენისას წაიკითხეთ, თქვენ სრული უფლება გაქვთ, მოითხოვოთ სრული კომპენსაცია და მეტიც, ხშირ შემთხვევაში პოტენციური ზიანის ანაზღაურებაც. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ აღნიშნულ შემთხვევას ადგილი არ ექნება და თუ მაინც ჩვენი დახმარება დაჭირდებათ, აუცილებლად დაგვიკავშირდით.

როგორ განვათავსო შეკვეთა?

შეკვეთის განსათავსებლად აუცილებელია სასურველი პროდუქტი დაამატოთ კალათში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით, შემდეგ კი დააჭიროთ შეძენას. ამის შემდეგ თქვენ გადამისამართდებით ანგარიშსწორების გვერდზე, საიდანაც სასურველი გადახდის მეთოდის არჩევით დაცული არხით შეძლებთ გადახდის განხორციელებას.

როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება?

ჩვენთან დასაკავშირებლად ორი გზა შეგიძლიათ გამოიყენოთ:
ელექტრონული ფოსტა: info@survili.com ან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 597 533 400;

SHOPPING CART

close