iPhone 16 – სიახლეები და ცვლილებები
iPhone 16-ის წარდგენა იგეგმება სექტემბრის პირველ ნახევარში. როგორც ცნობილი გახდა, ახალ სერიაში Apple-მა iPhone 16 Pro-ს ზომა გაზარდა 6.3 დიუმამდე, ხოლო iPhone 16 Pro Max-ს 6.9 დიუმამდე, რაც პირველად ხდება ბოლო წლების განმავლობაში. ზომის ცვლილებები შეეხება მხოლოდ iPhone 16 Pro მოდელებს, ხოლო iPhone 16 მოდელები შეინარჩუნებენ iPhone 15-ის ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ iPhone 16 მოდელები ზომით იგივე დარჩა, მათ მცირე დიზაინის ცვლილებები მაინც შეეხოთ დამატებითი ღილაკების სახით.
Apple გვთავაზობს ახალ A-სერიის ჩიპებს iPhone 16 სერიისთვის, რომლებიც დამზადებულია N3E 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე. ჩვენ ვიხილავთ გარკვეულ გაუმჯობესებებს ეფექტიანობასა და წარმადობაში, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით, სრული შესაძლებლობები. შიდა წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, iPhone 16 სტანდარტული მოდელები და Pro მოდელები განსხვავებულ ჩიპებს გამოიყენებენ, სხვაობა იქნება გრაფიკულ პროცესორებშიც
Action Button, რომელიც შეზღუდულად იყო iPhone 15 Pro მოდელებზე, ახლა უკვე ყველა (ოთხივე) iPhone 16 მოდელში შეგვხვდება და iPhone 16 სერია ასევე მიიღებს ახალ “Capture Button”-საც, რომელიც გამოიყენება ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად. Capture Button იმუშავებს როგორც კამერის დამხმარე ღილაკი და აღიქვამს სხვადასხვა სიძლიერის ზეწოლას ფოკუსირებისთვის და აშ.
iPhone 16-ის დიზაინი
Apple-მა სტანდარტული iPhone 16 მოდელებისთვის გადაწყვიტა ვერტიკალურად განლაგებული კამერის სისტემა, რომელსაც აქვს აბის ფორმის კამერის ბუდე.
ახალი განლაგება მოიცავს განცალკევებულ Wide და Ultrawide ლინზებს. მიკროფონი იქნება ლინზების გვერდით, ხოლო კამერის ფლეში განთავსებული იქნება მოწყობილობის უკანა მხარეს, ბუდის გარეთ.
iPhone-ის მარცხენა მხარეს Apple-მა Mute switch შეცვალა Action button-ით. Volume ღილაკები განთავსებული იქნება Action button-ის ქვეშ.
მოწყობილობის მარჯვენა მხარეს იქნება ახალი Capture Button, რომელიც მდებარეობს იმ ადგილას, სადაც mmWave ანტენა იყო წინა iPhone მოდელებზე აშშ-ში. ეს განლაგება ხელსაყრელია, როდესაც iPhone ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია.
ახალი ვერტიკალური ლინზების განლაგებისა და Capture Button-ის დამატების გარდა, სხვა ცვლილებები დიზაინის მხრივ არ იქნება. iPhone 16 მოდელებს ექნებათ ისეთივე ზოგადი დიზაინი, როგორიც iPhone 15 მოდელებს ჰქონდათ, და არ იქნება განსაკუთრებული ცვლილებები ფორმასა თუ ზომაში.
ფერები
iPhone 16 მოდელების ფერების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თუმცა, მეტნაკლებად დაზუსტებული შიდა ინფორმაციის მიხედვით სტანდარტულ მოდელებში გვექნება შვიდი ფერი – ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე, შავი, თეთრი და იასამნისფერი.
რაც შეეხება iPhone 16 პრო მოდელებს აქ იქნება მხოლოდ ოთხი ფერი ხელმისაწვდომი – ნატურალ ტიტანიუმი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და Titanium Gold რომელიც ლურჯ ტიტანიუმს ჩაანაცვლებს.
MagSafe
MagSafe-ის მაგნიტური რგოლის ზომა iPhone 16 მოდელებში შესაძლოა შემცირდეს, რაც შეუწყობს ხელს MagSafe-ის შესაფერისი ქეისების უფრო კომპაქტურობას.
ზომის ცვლილებები iPhone 16 Pro-ზე
iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max ზომებში გაიზარდა. iPhone 16 Pro-ს დისპლეი იქნება 6.27 დიუმი ზომაში (დამრგვალებული 6.3 დიუმამდე), ხოლო iPhone 16 Pro Max-ს დისპლეი იქნება 6.85 დიუმი ზომაში (დამრგვალებული 6.9 დიუმამდე).
დისპლეის ზომის ზრდასთან ერთად, iPhone-ის მთლიანი ზომებიც გაიზრდება. ორივე მოდელი იქნება უფრო მაღალი და ფართო, ვიდრე iPhone 15 Pro მოდელები, და მიუხედავად იმისა, რომ სისქე დარჩება იგივე, წონა ოდნავ გაიზრდება დიდი ზომის გამო. საერთო ფორმა და დიზაინი არ შეიცვლება.
დისპლეის ტექნოლოგია
iPhone 16 OLED პანელები გამოიყენებენ მიკრო-ლინზების ტექნოლოგიას, რომელიც აუმჯობესებს განათებას და ამცირებს ენერგიის მოხმარებას. მიკრო-ლინზების მასივი (ან MLA) იყენებს მილიარდობით ლინზების ერთნაირ ნიმუშს პანელის შიგნით შიდა ანარეკლის შესამცირებლად. ამით აირეკლება სინათლე, რაც ზრდის აღქმულ განათებას ენერგიის მოხმარების გაზრდის გარეშე.
OLED დისპლეები, რომლებიც გამოყენებულია iPhone 16 სერიაში, იქნება უფრო ენერგოეფექტური გაუმჯობესებული მასალების წყალობით.
Apple-ი იყენებს Border Reduction Structure (BRS) ტექნოლოგიას iPhone 16 მოდელებისთვის, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ჩარჩოს სისქის ზომების შემცირებას. BRS საშუალებას იძლევა უფრო კომპაქტურად და ეფექტურად განლაგდეს ეკრანის ქვეშ მყოფი მიკროსქემები, რაც უზრუნველყოფს ჩარჩოს ზომის შემცირებას დისპლეის ხარისხზე ზემოქმედების გარეშე.
ღილაკები
Apple-მა დაამატა ორი ახალი ღილაკი iPhone 16 და iPhone 16 Plus მოდელებზე, ერთ-ერთი ღილაკი შეცვლის Mute switch-ს და მეორე არის სრულიად ახალი.
Action Button
iPhone 15 Pro მოდელებს ჰქონდათ Action Button, და 2024 წელს, Action Button გავრცელდება სტანდარტულ iPhone 16 მოდელებზეც. Action Button, რომელიც გამოყენებულია iPhone 16 სერიაზე, იქნება iPhone 15 Pro Action Button-ის იდენტური.
Action Button-ს, რომელიც შეცვლის ტრადიციულ Mute switch-ს, შეუძლია მრავალი ფუნქციის შესრულება, როგორიცაა ფანრის ჩართვა, კამერის ჩართვა, Shortcut-ის გაშვება, Focus რეჟიმის ჩართვა/გამორთვა, Translate-ის გამოყენება, Silent Mode-ის ჩართვა/გამორთვა და სხვა.
Capture Button
დამატებით Capture Button განთავსებულია იმავე მხარეს, სადაც არის Power ღილაკი, იმ ადგილზე, სადაც ამერიკულს მოდელებში განლაგებულია 5G mmWave ანტენა.
ღილაკის დამატების გამო, mmWave კუთხე გადაინაცვლებს მოწყობილობის მარცხენა მხარეს, Volume ღილაკების ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ღილაკი მექანიკური იქნება, ის შეძლებს ზეწოლის და შეხების აღქმას, და ექნება რამდენიმე შესაძლებლობა.
A-სერიის ჩიპები
iOS 18-ის სისტემური კოდი ადასტურებს, რომ ყველა ოთხი iPhone 16 მოდელი გამოიყენებს შემდეგი თაობის A18 ჩიპს, მაგრამ Apple-მა შეიძლება კიდევ განსხვავებული ჩიპები გამოიყენოს iPhone 16 და iPhone 16 Pro-სთვის. A18 ჩიპები შესაძლოა გრაფიკული პროცესორის ბირთვების ნაკლებ რაოდენობით გამოიყენონ iPhone 16 მოდელებზე, ხოლო ჩიპები უკეთესი გრაფიკული პროცესორით გამოიყენონ iPhone 16 Pro-სთვის.
მომავალი თაობის A18 ჩიპი, რომელიც დაგეგმილია iPhone 16 Pro მოდელებისთვის, შეიცავს განახლებულ ნეირონურ ძრავს “მნიშვნელოვნად” მეტი ბირთვით, რაც უზრუნველყოფს AI ფუნქციონალის გაუმჯობესებას.
თერმული გაუმჯობესებები
iPhone 16 მოდელებს აქვთ ახალი თერმული დიზაინი. გრაფენის თერმული სისტემა iPhone 16-ის მოდელებისთვის უზრუნველყოფს უკეთეს თერმოიზოლაციას და აუმჯობესებს სითბოს გაფანტვას.
გრაფენს აქვს უფრო მაღალი თერმული გამტარიანობა ვიდრე სპილენძს, რომელიც გამოყენებული იყო iPhone-ის წინა მოდელებში.
მოდემის ჩიპები და 5G
iPhone 16 Pro მოდელებში გვხვდება Qualcomm-ის Snapdragon X75 მოდემი, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და ეფექტურ 5G კავშირს. სტანდარტული iPhone 16 მოდელები გამოიყენებენ Qualcomm-ის X70 ჩიპს, რომელიც უკვე გამოყენებული იყო iPhone 15 მოდელებში.
WiFi 7
Apple-ის ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ iPhone 16 Pro მოდელებს ექნებათ WiFi 7 ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს “სიჩქარეს 30 გიგაბიტამდე წამში” და შესაძლოა მიაღწიოს 40 გიგაბიტს წამში.
AI შესაძლებლობები
iOS 18-ის საშუალებით, Apple-ი გვთავაზობს Siri-ს ახალ ფუნქციებს,ძირითადად გაძლიერებული ენობრივი მოდელების ხარჯზე. iOS 18-ის AI ფუნქციების განახლება მოიცავს Siri-ს და Messages აპის გაუმჯობესებულ ურთიერთობას.
ბატარეა
iPhone 16 Pro მოდელები გამოიყენებენ სტეკირებული ბატარეის ტექნოლოგიას, რაც ზრდის ელემენტის სიცოცხლისუნარიანობას, არამინსვნელოვნად თუმცა მაინც შესამჩნევი იქნება მომხმარებლისთვის.
iPhone 16 – ისურვე მეტი და მიიღე მომავლის ტექნოლოგია დღესვე!