კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პრეამბულა

წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე,  “Survili ” არეგულირებს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს და უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  “Survili ” გპირდებათ, რომ იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენებს მათ მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვას.

  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესის მხარეები

1.1 წინამდებარე პოლიტიკის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სუბიექტი ხართ თქვენ, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება  “Survili ” ვებ-გვერდის მეშვეობით განახორციელოთ კომპანიის ვებ-გვერდზე www.Survili.com განთავსებული პროდუქტის ონლაინ შეძენა ან/და მოითხოვოთ სხვა მომსახურების გაწევა.

1.2 თქვენი პერსონალური მონაცემების დამმუშავებელი არის:

 “Survili.com”

იურიდიული მისამართი: თბილისი, დიდხევის დაღმართი #4

ვებგვერდი: www.Survili.com

ელ. ფოსტა: info@Survili.com

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი

2.1 ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენს მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე www.Survili.com პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში. თქვენს მიერ ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტის, ასევე თქვენს მიერ ცალკეული საქონლის მახასიათებლების დათვალიერების შემთხვევებში, კომპანია “Survili “ არ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. 

2.2 თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია დამუშავებულ იქნეს თქვენთვის პროდუქტის მიწოდების და მიწოდების პრობლემების შემთხვევაში, ასევე თქვენი საჩივრებისა და თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტის საგარანტიო პრეტენზიების დასამუშავებლად. გარდა ამისა, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მიაღწიეთ ონლაინ შეძენისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ ასაკს.

  • პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავებაც ხდება

3.1 თქვენს მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის  მიზნით,  “Survili ” ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.

3.2 “Survili ” მიერ ვებგვერდის მეშვეობით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემების დამუშავება. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან, მაგალითად, როგორიცაა ბარათითი გადახდა, ინერნეტ განვადება, საბანკო გადარიცხვა. აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.

  • პერსონალურ მონაცემთა მესამე პირებზე გადაცემა

4.1 Survili  ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ შეძენის განხორციელების ან/და მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გადაცემულ იქნეს “Survili ” ქვეკონტრაქტორებისათვის, მიმწოდებლებისათვის, საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის (მაგალითად, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, DHL, TNT და სხვა) ან სხვა შვილობილო კომპანიებისათვის, რამდენადაც ეს აუცილებელია თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

  • პერსონალურ მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

5.1 თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება მხოლოდ თქვენს მიერ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში და მათი შენახვა ხდება იმ ვადით, რამდენადაც არსებობს რეგისტრირებული ანგარიში. თქვენი პერსონალური მონაცემები წაიშლება, როგორც კი გაუქმდება თქვენი ანგარიში. გარდა ამისა, მონაცემები წაიშლება, თუ თქვენ გააუქმებთ თქვენს მიერ გაცემულ თანხმობას პერსონალურ მონაცმეთა დამუშავებაზე ან თქვენ მოითხოვთ პერსონალური მონაცემების წაშლას და მონაცემთა “Survili ” კანონმდებლობის  მოთხოვნების მიხედვით არ საჭიროებს მონაცემთა შენახვას.

  • პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები

6.1 თქვენ, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ:

ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე “Survili ” უფლებამოსილი პირების შესახებ;
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;

ინფორმაცია თქვენი პერსონალურ მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის შესახებ;

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თქვენს მიერ გაცემული თანხმობის გაუქმება;

არასწორი ან არასრულყოფილი პერსონალური მონაცემების განახლება და შესწორება;

თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და განადგურება.

ეს უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში;

გასაჩივრების უფლება.

“Survili ” მიერ თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავების წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს (მის: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. #7, ელ. ფოსტა: office@stateinspector.ge) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64, ელ. ფოსტა: tccinfo@court.ge) და გაასაჩივროთ “Survili ” მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თქვენ უფლება გაქვთ, საქმის განმხილველ ორგანოს მოსთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა გადაწყვეტილების გამოტანამდე;

  • პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

7.1 “Survili ” პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომები და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი

8.1 Survili  მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი და “კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”.

8.2 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ ხართ ვალდებული მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ან სრული მოცულობით ვერ შესძლებთ Survili  ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის ონლიან შეძენას ან/და სხვა მომსახურების მიღებას.

პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
გავეცანი “ “Survili ” კონფიდენციალურობის პოლიტიკას და
ვაცხადებ თანხმობას, რომ  “Survili მ” ვებ-გვერდის www.Survili.com 
მეშვეობით დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები
აღნიშნული პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

SHOPPING CART

close